ჩვენი ოპონენტები შეგუებულები არიან, რომ ეს არჩევნები წაგებული აქვთ და ისღა დარჩენიათ, პროვოკაციები მოაწყონ

შემძრა სტამბოლის ათათურქის სახელობის აეროპორტში მომხდარმა ტრაგედიამ

mxebrishviliჩვენი ოპონენტები შეგუებულები არიან, რომ ეს არჩევნები წაგებული აქვთ და ისღა დარჩენიათ, პროვოკაციები მოაწყონ, – ამის შესახებ შინაგან საქმეთა მინისტრმა გიორგი მღებრიშვილმა ტელეკომპანია „იმედის“ ეთერში განაცხადა.

მღებრიშვილის თქმით, მან ორი დღის წინ გამოსცა ბრძანება, რომელიც ერთგვარი ინსტრუქციაა, თუ როგორ უნდა იმოქმედონ პოლიციელებმა არჩევნების პერიოდში.

„ეს ბრძანება კონკრეტულად განსაზღვრავს პოლიციელების ფუნქციებს არჩევნების პერიოდში. დესტაბილიზაციის ნებისმიერ მცდელობას ადეკვატური პასუხი გაეცემა. ჩვენ არ დავუშვებთ იმას, რომ რაიმე სახის შეხლა-შემოხლას ჰქონდეს ადგილი. ჩვენ ამის მწარე გაკვეთილები უკვე გვაქვს და მაქსიმალურად მობილიზებულები ვართ. ჩვენ გაგვაჩნია საკმარისი ძალა და რესურსი იმისთვის, რომ ეს არჩევნები ჩავატაროთ მშვიდ ვითარებაში. უწყებათაშორის კომისიაზე ოპოზიციურ პარტიებს ისიც კი შევთავაზეთ, მოგვაწოდონ მოსახლეობასთან შეხვედრების გრაფიკი, რათა ჩვენ ვიდგეთ შორიახლოს და არ დავუშვათ არანაირი სახის პროვოცირება ნებისმიერი პარტიის თუ კერძო ინდივიდების მხრიდან“, – განაცხადა მღებრიშვილმა.

ამასთან, შინაგან საქმეთა მინისტრი არ იზიარებს მოსაზრებას იმის შესახებ, რომ კორცხელის ინციდენტის დროს პოლიცია უმოქმედო იყო. „პოლიციამ იქ შეძლო ის, რაც შეძლო და რომ არ ყოფილიყო პოლიცია, უფრო ცუდ სურათს მივიღებდით. მაგრამ ესეც რომ არ მოხდეს და თავიდან იყოს აცილებული მსგავსი ფაქტები, ჩვენ მაქსიმალურად მოწოდებულები ვართ იმისთვის, რომ უსაფრთხო გარემოში ჩატარდეს არჩევნები. ჩვენს ოპონენტებს ისღა დარჩენიათ, რომ პროვოკაციები მოაწყონ. თავიდანვე შეგუებულები არიან იმას, რომ ეს არჩევნები წაგებული აქვთ და ამ მეთოდებით თუ შეძლებენ საერთაშორისო საზოგადოების ყურადღების მიპყრობას, რასაც მე, როგორც შინაგან საქმეთა მინისტრი, არ დავუშვებ“, – განაცხადა გიორგი მღებრიშვილმა.

banner
წინა სტატიაშიკენიაში პოლიციის განყოფილებას სამი ქალი დაესხა თავს
შემდეგი სტატიარუსეთმა ალეპოში სირიის თხოვნით საარტილერიო დაზვერვა გააგზავნა