რუსეთის თავდაცვის სამინისტრო ხელისუფლების საომარ მზაობას შეამოწმებს

რუსეთის თავდაცვის სამინისტრო თავდაცვის სამრეწველო კომპლექსის და აღმასრულებელი ხელისუფლების ფედერალური ორგანოების შემოწმებას იწყებს საომარი მდგომარეობის პირობებში – ამის შესახებ განცხადებას დღეს რუსეთის თავდაცვის სამინისტროს ინფორმაციისა და მასობრივი კომუნიკაციების დეპარტამენტი ავრცელებს – “დოიჩე ველე” წერს.
ღონისძიებაში ჩართული იქნებიან კავშირგაბმულობის სამინისტრო, ვაჭრობის სამინისტრო, რუსეთის რეზერვი და ბანკი “რასსია”.
შემოწმების ფარგლებში რუსეთის ფედერაციის მოქალაქეებს მოუწოდებენ რეზერვში ჩაეწერონ, ასევე ჯარს მიაწოდონ საავტომობილო ტექნიკა. ბანკი “რასსია” პირველად ჩაერთვება ჯარის დისლოკაციის პუნქტების ფინანსურ უზრუნველყოფაში.
რუსეთის შეიარაღებული ძალების საომარი მომზადების შემოწმება 31 აგვისტოს დასრულდება.

banner
წინა სტატიაშიბელგია: კრიმინოლოგიის ინსტიტუტზე თავდასხმა ტერაქტს არ უკავშირდება
შემდეგი სტატიაიტალიის სანაპიროებზე 1100 ლტოლვილი გადაარჩინეს