რუსეთის თავდაცვის მინისტრის მოადგილე დააკავეს

რუსეთის თავდაცვის მინისტრის, სერგეი შოიგუს მოადგილე ტიმურ ივანოვი ქრთამის აღების ბრალდებით დააკავეს. რუსული მედიის ცნობით, სავარაუდოდ, ქრთამის სახით აღებული თანხა მილიონ რუბლს შეადგენს, რის გამოც შესაძლოა, ივანოვს 15 წლამდე თავისუფლების აღკვეთა მიესაჯოს.

რუსეთის პრეზიდენტის პრესმდივნის, დიმიტრი პესკოვის განცხადებით, ტიმურ ივანოვის დაკავების შესახებ ვლადიმერ პუტინი ინფორმირებულია, ხოლო თავდაცვის მინისტრი სერგეი შოიგუ აღნიშნულთან დაკავშირებით წინასწარ გააფრთხილეს.

ტიმურ ივანოვი რუსეთის თავდაცვის მინისტრის მოადგილის თანამდებობას 2016 წლიდან იკავებდა.

banner
წინა სტატიაშიერთიანი ნაციონალური მოძრაობა რუსთავის საკრებულოს რიგგარეშე სხდომას არ დაესწრება
შემდეგი სტატიააშშ-ის სენატმა კანონპროექტის, რომელიც უკრაინისა და ისრაელის დახმარებას მოიცავს, საბოლოო კენჭისყრაზე გატანის საკითხს მხარი დაუჭირა