ერთიანი ნაციონალური მოძრაობის განცხადება – „ჩვენი პარტიის დაარსების დღიდან, ჩვენთვის სხვადასხვა თანამდებობა და პრივილეგია პრიორიტეტი არასდროს ყოფილა. შესაბამისად, ხვალინდელ რუსთავის საკრებულოს რიგგარეშე სხდომას “ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” ფრაქციაში შემავალი 11 წევრიდან არც ერთი მათგანი არ დაესწრება.“
„ხვალ, 24 აპრილს, 10:00 საათზე, რუსთავის მუნიციპალიტეტის საკრებულოს სხდომათა დარბაზში, საკრებულოს რიგგარეშე სხდომა გაიმართება.
ჩვენი პარტიის დაარსების დღიდან, ჩვენთვის სხვადასხვა თანამდებობა და პრივილეგია პრიორიტეტი არასდროს ყოფილა. შესაბამისად, ზემოხსენებულ სხდომას “ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” ფრაქციაში შემავალი 11 წევრიდან არც ერთი მათგანი არ დაესწრება.
გვინდა აღვნიშნოთ, რომ იმ პირებს, რომელთათვისაც ახლა მნიშვნელოვანია საკრებულოს თანამდებობები, შეუძლიათ მარტომ განაგრძონ დავა.
რაც შეეხება რუსთავის საკრებულოში ჩვენი პარტიის ფრაქციიდან გარიცხულ ადამიანებს, მათ მიერ ხვალ გადადგმული ნაბიჯები ნათელს მოჰფენს და მეტ სიცხადეს შეიტანს რიგი მნიშვნელოვანი საკითხების გარშემო, მათ შორის, მოქმედებენ თუ არა ისინი უნისონში“ქართულ ოცნებასთან” ერთად რუსთაველების ინტერესების საწინააღმდეგოდ.“ – წერია განცხადებაში