აშშ-ის სენატმა კანონპროექტის, რომელიც უკრაინისა და ისრაელის დახმარებას მოიცავს, საბოლოო კენჭისყრაზე გატანის საკითხს მხარი დაუჭირა

აშშ-ის სენატმა კანონპროექტის, რომელიც უკრაინისა და ისრაელის დახმარებას მოიცავს, საბოლოო კენჭისყრაზე გატანის საკითხს მხარი დაუჭირა.

კანონპროექტის წინ წაწევის მომხრე იყო 80 სენატორი 19-ის წინააღმდეგ, რაც საჭირო, 60 ხმაზე მეტია.

სენატორებს აქვთ 30 საათი კანონპროექტის განსახილველად, რის შემდეგაც საბოლოო კენჭისყრა გაიმართება. გადაწყვეტილების მისაღებად ხმების უმრავლესობაა საჭირო.

სენატის მიერ დამტკიცების შემდეგ, კანონპროექტი პრეზიდენტ ჯო ბაიდენს ხელმოსაწერად გადაეცემა. როგორც ბაიდენი აცხადებს, ის კანონპროექტს ხელს მიღებისთანავე მოაწერს.

წარდგენილი ოთხი კანონპროექტიდან ერთი ითვალისწინებს უკრაინის 61 მილიარდი დოლარის ოდენობის დახმარებას, მეორე კი ისრაელის დახმარებას 26 მილიარდი დოლარის ოდენობით. მესამე კანონპროექტი მოიცავს 8,1 მილიარდ დოლარის გამოყოფას ინდო-წყნარი ოკეანის რეგიონისთვის, რომელიც ძირითადად, განკუთვნილია რეგიონში ჩინეთის აგრესიის შესაჩერებლად, განსაკუთრებით, ტაივანის წინააღმდეგ. რაც შეეხება მეოთხე კანონპროექტს, ის სოციალურ ქსელ „ტიკ-ტოკის“ აკრძალვის შესაძლებლობას იძლევა, ასევე მოიცავს რუსული აქტივების კონფისკაციას უკრაინის სასარგებლოდ და ახალ სანქციებს ირანის წინააღმდეგ.

აშშ-ის წარმომადგენელთა პალატამ ოთხივე კანონპროექტს 20 აპრილს დაუჭირა მხარი.

banner
წინა სტატიაშირუსეთის თავდაცვის მინისტრის მოადგილე დააკავეს
შემდეგი სტატიარუსეთი ოკუპანტია, ჩვენი გზა ევროპაშია, არა რუსულ კანონს – ბათუმის თეატრალური დასი