რუსეთის პატრიარქი ღვთისმსახურების დროს კონსტანტინოპოლის პატრიარქს აღარ მოიხსენიებს

timer.ge თაიმერი
: timer.ge თაიმერი სექტემბერი 14, 2018 19:29

რუსეთის პატრიარქი ღვთისმსახურების დროს კონსტანტინოპოლის პატრიარქს აღარ მოიხსენიებს

მნიშვნელოვანი

  • ამავე დროს, რუსეთის საპატრიარქოში აღნიშნავენ, რომ რუსეთის მართლმადიდებელი ეკლესია მსოფლიო საპატრიარქოსთან კანონიკურ კავშირს არ წყვეტს.

სხვა სტატიები

რუსეთის პატრიარქი კირილი კონსტანტინოპოლის პატრიარქს,  ბართლომეს ღვთისმსახურების დროს აღარ მოიხსენიებს. ასეთი გადაწყვეტილება რუსეთის მართლმადიდებელი ეკლესიის სინოდმა დღეს გამართულ რიგგარეშე სხდომაზე მიიღო.

ამავე დროს, რუსეთის საპატრიარქოში აღნიშნავენ, რომ რუსეთის მართლმადიდებელი ეკლესია მსოფლიო საპატრიარქოსთან კანონიკურ კავშირს არ წყვეტს.

„კონსტანტინოპოლის პატრიარქის ლოცვებში მოხსენიების შეწყვეტა და კონსტანტინოპოლის პატრიარქის იერარქებთან თანამსახურების შეწყვეტა ევქარისტიული კავშირის სრულ შეწყვეტას არ ნიშნავს“, – განაცხადა რუსეთის საპატრიარქოს წარმომადგენელმა, მიტროპოლიტმა, ილარიონმა.

რუსეთის საპატრიარქომ აღნიშნული გადაწყვეტილება მას შემდეგ მიიღო, რაც კონსტანტინოპოლის პატრიარქმა კიევში, უკრაინის მართლმადიდებელი ეკლესიისთვის ავტოკეფალიის მინიჭების მომზადების ფარგლებში, საკუთარი წარმომადგენლები გაგზავნა

timer.ge თაიმერი
: timer.ge თაიმერი სექტემბერი 14, 2018 19:29

გამოკითხვა

ამჟამად არცერთი გამოკითხვა არ მიმდინარეობს.

Google სტატისტიკა


5,698
ვიზიტორი
დღეში
Powered By Google Analytics