ლაშა გოგია-ორშაბათს ვისაუბრებ განვითარებული მოვლენების შესახებ

ზუგდიდის ყოფილი მერი, ლაშა გოგია საქართველოში დაბრუნდა. როგორც მან ჟურნალისტებს თბილისის საერთაშორისო აეროპორტში განუცხადა, მის ირგვლივ განვითარებულ მოვლენებთან დაკავშირებით ორშაბათს ისაუბრებს. “ორშაბათს გეტყვით ყველაფერს”, – აღნიშნა გოგიამ.

ზუგდიდის მერის წინააღმდეგ სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურმა გამოძიება 338-ე მუხლით დაიწყო, რაც ქრთამის აღებას გულისხმობს. მანამდე ლაშა გოგია სუს-ში ა(ა)იპ „ბოტანიკური ბაღების მართვის ცენტრის” საქმესთან დაკავშირებით გამოიკითხა. დღეს კი უწყებაში დაკითხვაზე იმყოფება უკვე ყოფილი ვიცე მერი გია გულორდავა. მან თანამდებობა გუშინ დატოვა.

„რუსთავი 2“-მა ფარული ჩანაწერი გამოაქვეყნა, რომელშიც, ტელეკომპანიის მტკიცებით, ლაშა გოგია ბიზნესმენთან კორუფციულ გარიგებაზე საუბრობს. ფარული ჩანაწერის მიხედვით, ერთ-ერთი ბიზნესმენი მერისგან მისთვის გადახდილი თანხის უკან დაბრუნებას ითხოვს.

banner
წინა სტატიაშირუსეთის პატრიარქი ღვთისმსახურების დროს კონსტანტინოპოლის პატრიარქს აღარ მოიხსენიებს
შემდეგი სტატიატანზანიელი ინვესტორი სომხეთში ნიანგების ფერმის მოწყობას გეგმავს