რუსეთის მიზანი არა მხოლოდ უკრაინის აღება, არამედ ევროპის ცენტრისა და მისი აღმოსავლეთის დანაწევრებაა – ზელენსკი

უკრაინის პრეზიდენტის ვოლოდიმირ ზელენსკის განცხადებით, რუსეთი არ დაკმაყოფილდება მხოლოდ უკრაინით და ეს ესმის მთელ ცივილიზებულ მსოფლიოს.

„თავისუფალ სამყაროში თითქმის არ დარჩენილა ადამიანი, რომელსაც არ ესმის, რომ რუსეთის ომი უკრაინის წინააღმდეგ მხოლოდ დასაწყისია. რუსეთის მთავრობის საბოლოო მიზანი არ არის მხოლოდ უკრაინის ტერიტორიის ხელში ჩაგდება, არამედ მთელი ცენტრის, ევროპის აღმოსავლეთის დანაწევრება და დემოკრატიისთვის გლობალური დარტყმის მიყენება. ამიტომ, თავისუფალ სამყაროს აქვს თავდაცვის უფლება და ის კიდევ უფრო დაეხმარება უკრაინას“, – აცხადებს უკრაინის პრეზიდენტი.

banner
წინა სტატიაშიათასობით გვამი ნანგრევების ქვეშ იხრწნება, შესაძლებელია ეპიდემიების გავრცელება – ბოიჩენკო
შემდეგი სტატიამას სჭირდება სასწრაფოდ მკურნალობა – ხერხეულიძემ სააკაშვილი მოინახულა