მას სჭირდება სასწრაფოდ მკურნალობა – ხერხეულიძემ სააკაშვილი მოინახულა

“მას სჭირდება სასწრაფოდ მკურნალობა” – ამის შესახებ “ნაციონალური მოძრაობის” წევრი, ეკა ხერხეულიძე საუბრობს, რომელმაც ცოტა ხნის წინ რუსთავის სასჯელაღსრულების დაწესებულებაში მიხეილ სააკაშვილი მოინახულა.

სამ საათზე მეტხანს ვიყავი მასთან. მდგომარეობა ისეთივეა, როგორიც იყო. ყოველ ჯერზე მიწევს გამეორება ამ უბრალო ძალიან მარტივი შინაარსის მქონე წინადადების რომ აქ არაფერი არ შეიცვლება თუ ამ დაწესებულებაში დარჩება მიხეილ სააკაშვილი, უფრო მეტიც, თუ დარჩება ქვეყანაში და თუ არ ექნება შესაბამისი მკურნალობის სერვისზე ხელმისაწვდომობა.

წარმოუდგენელია ამ პირობებში, ამ ვითარებაში როდესაც ადამიანი თქვენ იცით, რომ როდესაც ვუსმენთ სახალხო დამცველთან არსებული კონსილიუმის მძიმე დასკვნას, სადაც ხაზგასმით არის უკვე ორგანულ დაავადებაზე საუბარი, ეს არის ანორექსია. აქ განკურნება ადამიანის არის სრულად შეუძლებელი და ჩვენ უნდა ავუხსნათ საზოგადოებას რატომ – იმიტომ რომ ეს დაავადება თავისთავად არ აღმოცენებულა, მას ჰქონდა თავისი წინაპირობა – ეს იყო პოსტტრავმული დაავადება, რომელმაც განაპირობა უკვე ორგანული ხასიათის დაავადების ჩამოყალიბება და ამას სჭირდება სასწრაფოდ მკურნალობა. თუ ამას არ ეშველება, შედეგიც გაცილებით მძიმე იქნება ყოველ ჩემს ან ნებისმიერი ჩემი კოლეგის შემდეგ მოსვლაზე, – ამბობს ეკა ხერხეულიძე.

banner
წინა სტატიაშირუსეთის მიზანი არა მხოლოდ უკრაინის აღება, არამედ ევროპის ცენტრისა და მისი აღმოსავლეთის დანაწევრებაა – ზელენსკი
შემდეგი სტატიარუსეთს ლიბიიდან დაქირავებული მებრძოლები გაჰყავს – შესაძლებელია, ისინი უკრაინაში გაიგზავნონ – უკრაინული მედია