რუსეთის ეკლესია სქიზმაში გადის და მართლმადიდებლობასთან კავშირს წყვეტს

რუსეთის ეკლესია სქიზმაში გადის და მართლმადიდებლობასთან კავშირს წყვეტს – ინფორმაციას მსოფლიო საეკლესიო სიახლენი ავრცელებს.

გამოცემა წერს, რომ 29 დეკემბერს, მოსკოვში პატრიარქ კირილეს ხელმძღვანელობით რუსეთის ეკლესიის უმაღლესი საეკლესიო საბჭო შედგა.

როგორც ყოველთვის რუსეთის საეკლესიო კრებამ იგივე ტაქტიკას მიმართა, როგორც ეს საქართველოს და სხვა ეკლესიების შემთხვევაში გააკეთა. შეიჭრა სხვა ადგილობრივი მართლმადიდებელი ეკლესიის კანონიკურ იურიადიქციაში და მისი ანტიკანონიკური და სქიზმატური ეპარქია დააარსა.

ამჯერად შური ალექსანდრიის უძველეს და ისტორიულ საპატრიარქოზე იძია, რომელმაც სრული კანონიკის დაცვით აღიარა უკრაინის ავტოკეფალური ეკლესია. აფრიკა, რომელიც ალექსანდრიის საპატრიარქოს საეკლესიო იურიადიქციაში შედის, რუსეთის ეკლესიამ იქ ორი ეპარქია დააარსა და ალექსანდრიის მართლმადიდებელი ეკლესიის მიერ განკვეთილი სასულიერო პირები, რომლებიც ერისკაცის დონემდე იყვნენ დაყვანილი მღვდლებად მიიღო. ამ გზით რუსეთის ეკლესია თავად გახდა სქიზმატური, რადგან ერისკაცები სასულიერო პირებებად აღიარა და სქიზმატური დაჯგუფებები კანონიკურად შერაცხა. შესაბამისად სქიზმატიასა და ერეტიკოსის თანამაზიარებელი თავად სქიზმატი და ერეტიკოსია.

ალექსანდრიის საპატრიარქოს კმერუნის მიტროპოლიტი გრიგოლი აღნიშნავს, რომ რუსეთის ეკლესიამ აფრიკაში არსებულ სქიზმატურ და არამართლმადიდებლურ თვითმარქვიებთან დაამყარა ევქარისტიული კავშირი.

წმინდა კანონიკური ტრადიციის თანახმად ალექსანდრიის საპატრიარქოს მიერ განკვეთილი სასულიერო პირების კვლავ აღდგენა მხოლოდ თავად ალექსანდრიის საპატრიარქოსა და მსოფლიო საპატრიარქოს შეუძლია მეოთხე მსოფლიო საეკლესიო კრების IX და XVII კანონებზე დაყრდნობით, როგორც ეს ამავე კანონებზე დაყრდნობით მოხდა უკრაინის ეკლესიის შემთხვევაში.

ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე რუსეთის ეკლესიამ უარყო მსოფლიო საეკლესიო კრებათა და წმინდა მამათა დადგენილებები, რის შედეგადაც სრულად გამოეყო მართლმადირებლობას და უკვე de facto სქიზმატურ დაჯგუფებად ჩამოყალიბდა.

თუ გადავხედავთ ეკლესიის ისტორიას ვიხილავთ, რომ თვით რომის ეკლესიასაც კი არ ჩაუდენია მსგავსი დანაშაულებანი მართლმადიდებელი ეკლესიის წინააღმდეგ, რასაც დღეს რუსეთის სქიზმატური ეკლესია აკეთებს. აქვე უნდა აღინიშნოს, რომ ამ ქმედებით რუსეთის ეკლესია საკუთარ თავს სქიზმისკენ, იზოლაციისა მართლმადიდებლობიდან შორს მიუძღვის, – წერს მსოფლიო საეკლესიო სიახლენი.

banner
წინა სტატიაშიმიხეილ სააკაშვილი პრეპარატების ზემოქმედების ქვეშ მყოფი გადაიყვანეს ციხეში, ამის გამო არ შეუშვეს მასთან ექიმები და ადვოკატები – ევგენი გრუშოვეცი
შემდეგი სტატიაპრეზიდენტმა ბაიდენმა მკაფიოდ განაცხადა, რომ აშშ, მისი მოკავშირეები და პარტნიორები უკრაინას დაიცავენ