მიხეილ სააკაშვილი პრეპარატების ზემოქმედების ქვეშ მყოფი გადაიყვანეს ციხეში, ამის გამო არ შეუშვეს მასთან ექიმები და ადვოკატები – ევგენი გრუშოვეცი

საქართველოს მესამე პრეზიდენტის უკრაინელი ადვოკატი, ევგენი გრუშოვეცი გორის ჰოსპიტლიდან მიხეილ სააკაშვილის რუსთავის ციხეში გადაყვანას ეხმაურება.

უფლებადამცველი ხელისუფლების მხრიდან არაადამიანურ მოპყრობასა და ფარმაკოლოგიურ წამებაზე საუბრობს. ის ამბობს, რომ როგორც წინა შემთხვევაში, ახლაც, მიხეილ სააკაშვილი ციხეში ძლიერი პრეპარატების ზემოქმედების ქვეშ მყოფი გადაიყვანეს.

მისივე თქმით, სწორედ ამიტომ არ შეუშვეს მესამე პრეზიდენტთან ექიმები და ადვოკატები.

“ისევე როგორც წინა შემთხვევაში, ახლაც, მიხეილ სააკაშვილს მისცეს ძლიერი დამამშვიდებლები და პრეპარატების ზემოქმედების ქვეშ მყოფი გადაიყვანეს ციხეში.

სწორედ ამის გამო არ შეუშვეს მასთან ჰოსპიტალში ექიმები და ადვოკატები.

ფარმაკოლოგიური წამება, ეს არის ფსიქოტროპული ნივთიერებების ან სხვა ნარკოტიკების გამოყენება ადამიანის დასასჯელად ან მისგან ინფორმაციის მისაღებად. მიზანი კი არის – აიძულონ დამორჩილება, გამოიწვიონ სტრესი, რაც ტკივილის, შფოთვის, ფსიქოლოგიური აშლილობისა და დეზორიენტაციის ფორმით შეიძლება გამოვლინდეს”, – დაწერა გრუშოვეცმა.

უფლებადამცველს მისივე Facebook სტატუსზე მონიშნული ჰყავს უკრაინის პრეზიდენტის, ვოლოდიმირ ზელენსკის ოფისი, უკრაინის ომბუდსმენი, საგარეო საქმეთა და ჯანდაცვის სამინისტროები.

banner
წინა სტატიაში31 დეკემბერს და პირველ იანვარს ღამის კლუბებს სტუმართა შეზღუდული რაოდენობით და გამკაცრებული რეგულაციებით ღონისძიებების გამართვის ნებართვა მიეცათ
შემდეგი სტატიარუსეთის ეკლესია სქიზმაში გადის და მართლმადიდებლობასთან კავშირს წყვეტს