რუსეთის ძალები, სავარაუდოდ, 5 დღეში 5 კილომეტრით დაწინაურდნენ ლისიჩანსკის სამხრეთით – ბრიტანეთი

დიდი ბრიტანეთის დაზვერვის განახლებაში ნათქვამია, რომ დიდი ალბათობით, რუსული ძალები 19 ივნისიდან დღემდე 5 კილომეტრზე დაწინაურდნენ დონბასის ქალაქ ლისიჩანსკის სამხრეთ მიდგომებისკენ.

უწყების ცნობით, ზოგიერთმა უკრაინულმა შენაერთმა უკან დაიხია, სავარაუდოდ, ალყაში მოქცევის თავიდან ასარიდებლად. დაზვერვა ამბობს, რომ ამ კუთხით რუსეთის გაუმჯობესებული მაჩვენებლები, დიდი ალბათობით დანაყოფების გაძლიერებისა და ცეცხლის ძლიერი კონცენტრაციის შედეგია.

ბრიტანეთი ამბობს, რომ რუსული ძალების მზარდი ზეწოლის ქვეშაა ლისიჩანსკი-სევეროდონეცკის ტერიტორია, თუმცა მცდელობა დონეცკის ოლქის ასაღებად, შეჩერებულია.

banner
წინა სტატიაშიპოდოლიაკი – კრემლი ელოდება, რომ მსოფლიო „დაიღლება უკრაინით“ – დროა ვაჩვენოთ: მსოფლიო დაიღალა რუსეთის შანტაჟით
შემდეგი სტატიაპოლიციამ თბილისსა და რეგიონებში უკანონო ცეცხლსასროლი იარაღი და საბრძოლო მასალა ამოიღო – დაკავებულია 4 პირი