რუსეთის დანაშაულების სია უსასრულოა, მხოლოდ სოლიდარულ სამყაროს შეუძლია დაამარცხოს ნამდვილი ბოროტება – ჯაპაროვა

უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე ემინე ჯაპაროვამ განაცხადა, რომ რუსეთი ახორციელებს ,,ბოლო ათწლეულის განმავლობაში ადამიანის უფლებების ყველაზე შემზარავ დარღვევებს ევროპის კონტინენტზე”. ამის შესახებ მან ჟენევაში გაეროს ადამიანის უფლებათა საგანგებო სხდომაზე, სადაც უკრაინაში რუსული ჯარების მიერ ჩადენილ დანაშაულებებს განიხილავენ, ვირტუალური ჩართვისას ისაუბრა.

,,ეს იყო საშინელებათა 10 კვირა ჩემი ქვეყნის ხალხისთვის. წამება და იძულებითი გაუჩინარება, სექსუალური და გენდერული ძალადობა, რუსეთის დანაშაულების სია უსასრულოა. მხოლოდ უკრაინელ ხალხთან სოლიდარულ სამყაროს შეუძლია დაამარცხოს ეს ნამდვილი ბოროტება”, – განაცხადა ჯაპაროვამ.

ჯაპაროვამ საზოგადოებას უჩვენა ფურცელი, რომელზეც 11 წლის ბიჭის მიერ დახატული შავი ხაზები იყო. მისი თქმით, იგი დედის თვალწინ გააუპატიურეს და ის ახლა მხოლოდ ნახატებით ურთიერთობს.

banner
წინა სტატიაში“აზოვსტალის” ტერიტორიაზე ამჟამად 600 მძიმედ დაჭრილი უკრაინელი სამხედრო იმყოფება – პალამარი
შემდეგი სტატიაუკრაინული მხარის ცნობით, კუნძულ ზმეინისთან რუსულ ხომალდ „ვსევოლოდ ბობროვს“ ცეცხლი გაუჩნდა