“აზოვსტალის” ტერიტორიაზე ამჟამად 600 მძიმედ დაჭრილი უკრაინელი სამხედრო იმყოფება – პალამარი

“აზოვსტალის” ტერიტორიაზე ამჟამად 600 მძიმედ დაჭრილი უკრაინელი სამხედრო იმყოფება – ამის შესახებ ABC-თან ინტერვიუში აზოვის პოლკის მეთაურის მოადგილემ, სვიატოსლავ პალამარმა განაცხადა.

„ხელისუფლებამ გააცნობიერა, რომ გარშემორტყმული ვიყავით და უნდა გადაგვედგა ნაბიჯები ლოჯისტიკური მომარაგების დერეფნის შესაქმნელად. ჩვენ დავალებული გვაქვს და დღესაც ვახერხებთ თავდაცვას და ვაგრძელებთ ამას უკიდურესად მძიმე პირობებში. მტერს აქვს ყველა უპირატესობა. ჰაერშიც და ზღვაზეც, ამიტომ მდგომარეობა ძალიან რთულია“, – განაცხადა პალამარმა.

პალამარის თქმით, მებრძოლები არ განიხილავენ კაპიტულაციას, არამედ ეყრდნობიან მხოლოდ ევაკუაციის ვარიანტს, რომელიც ექვემდებარება საერთაშორისო გარანტიებს.

banner
წინა სტატიაშირუსები განადგურებულ მარიუპოლში ყალბი რეფერენდუმის ჩატარებას გეგმავენ
შემდეგი სტატიარუსეთის დანაშაულების სია უსასრულოა, მხოლოდ სოლიდარულ სამყაროს შეუძლია დაამარცხოს ნამდვილი ბოროტება – ჯაპაროვა