რუსეთის ცენტრალური ბანკის ახალი შეფასებით, 2022 წელს რუსეთის ეკონომიკა 8-დან 10%-მდე შემცირდება

რუსეთის ცენტრალური ბანკის ახალი შეფასებით, 2022 წელს რუსეთის ეკონომიკა 8-დან 10%-მდე შემცირდება. ბანკი ამბობს, რომ ეკონომიკურმა აქტივობამ კლება დაიწყო 2022 წლის მარტში, მას შემდეგ, რაც რუსეთი უკრაინაში შეიჭრა და მოსკოვს სანქციები დაუწესეს.

ბანკის თქმით, დაფიქსრიდა სამომხმარებლო და ბიზნეს აქტივობის, ასევე, იმპორტისა და ექსპორტის შემცირება.

შაეფასებაში ნათქვამია, რომ რუსეთში ბიზნესი ახლა წარმოების და ლოჯისტიკის მნიშვნელოვან სირთულეებს განიცდის.

ამ თვის დასაწყისში, მსოფლიო ბანკმა იწინასწარმეტყველა, რომ 2022 წელს რუსეთის მშპ 11,2%-ით შემცირდებოდა.

ცენტრალურმა ბანკმა თქვა, რომ რუსეთის ეკონომიკა 2023 წლის ბოლომდე არ დაიწყებს “გამოჯანმრთელებას”.

banner
წინა სტატიაშიმადლობა ღმერთს, რომ დიქტატურა გვაქვს – ლუკაშენკო
შემდეგი სტატიაუკრაინამ მსოფლიო ბანკისგან 88.5 მილიონი ევროს საგრანტო დახმარება მიიღო