უკრაინამ მსოფლიო ბანკისგან 88.5 მილიონი ევროს საგრანტო დახმარება მიიღო

უკრაინამ მსოფლიო ბანკის ნდობის ფონდიდან 88.5 მილიონი ევროს გრანტი მიიღო, – ამის შესახებ უკრაინის ფინანსთა სამინისტროს პრესსამსახური იუწყება.

„დღეს უკრაინის სახელმწიფო ბიუჯეტის გენერალურმა ფონდმა მიიღო გრანტი 88.5 მილიონი ევროს ოდენობით. ეს თანხები გამოყო მსოფლიო ბანკმა დონორთა ნდობის ფონდიდან, უკრაინის ეკონომიკური განვითარების პოლიტიკის მეორე სასესხო პროგრამის ფარგლებში“, – ნათქვამია განცხადებაში.

უკრაინელები აცხადებენ, რომ თანხები პრიორიტეტულ სოციალურ, ჰუმანიტარულ, ჯანდაცვისა და იძულებით გადაადგილებულ პირთა მხარდაჭერას მოხმარდება.

banner
წინა სტატიაშირუსეთის ცენტრალური ბანკის ახალი შეფასებით, 2022 წელს რუსეთის ეკონომიკა 8-დან 10%-მდე შემცირდება
შემდეგი სტატიაუკრაინის რამდენიმე სპიკერი ყველაფერზე ღლიცინებს, მაგათ არც უკრაინის ბედი აწუხებთ – სუბარი