რუსეთი, შესაძლებელია, ევროპის საბჭოდან გავიდეს

თუკი რუსეთი ევროპის საბჭოს ბიუჯეტში თანხის გადახდას არ აღადგენს, მის წინააღმდეგ დამატებითი სანქციები დადგება – ორგანიზაციის გენერალურმა მდივანმა განაცხადა, რომ გაერთიანება ემზადება იმისთვის, რომ რუსეთი მას დატოვებს – 10 ოქტომბერს ტურბერნ იაგლანდმა სტრასბურგში თქვა.

“არ შეიძლება ევროსაბჭოს წევრი იყო ნახევრად და ნახევრად არა” – აღნიშნა გენერალურმა მდივანმა. მისი განმარტებით, ევროპის საბჭოს წესდების მე-9 მუხლის თანახმად, ქვეყანა, რომელიც ორი წლის მანძილზე ორგანიზაციის ბიუჯეტში საწევროს არ იხდის, გაერთიანებიდან გაირიცხება. რუსეთის შემთხვევაში, ორწლიანი ვადა 2019 წლის ივლისში იწურება, რომლის შემდეგადაც მე-9 მუხლი ამოქმედდება – გენერალურმა მდივანმა განაცხადა – “დოიჩე ველე” წერს.

banner
წინა სტატიაში„რუსთავი 2“ კიდევ ერთ ფარულ აუდიოჩანაწერს ასაჯაროებს
შემდეგი სტატია“დოიჩე ველე” ფრანკფურტის წიგნების ბაზრობაზე საქართველოს პრეზენტაციას “შეუდარებელს” უწოდებს