“დოიჩე ველე” ფრანკფურტის წიგნების ბაზრობაზე საქართველოს პრეზენტაციას “შეუდარებელს” უწოდებს

გერმანული “დოიჩე ველეს” ჟურნალისტი ეფიმ შუმანი ფრანკფურტში მიმდინარე წიგნების ბაზრობაზე ვრცელ სტატიას აქვეყნებს, სადაც ძირითად ნაწილს ბაზრობის საპატიო სტუმარს, საქართველოს უძღვნის. “საქართველოს პრეზენტაცია აღმაფრთოვანებელია. პრინციპში, ეს ერთი პრეზენტაცია კი არა, ერთდროულად რამდენიმეა. იდეა შეუდარებელია: ქვეყნის კულტურის ანბანით წარდგენა – უძველესით (ან ერთ-ერთი უძველესით) მსოფლიოში. წიგნები, ალბომები, ტურისტული პროსპექტები, ქართული სამზარეულოს კერძები, სხვადასხვა პავილიონშია გაფანტული. და კიდევ – დაფები, სადაც ქართული ანბანის ასოებია გამოყვანილი. მიდი და გაიმეორე! ბევრი მიდის. ბაზრობაზე საქართველოს მთავრობის, გერმანული გამომცემლობებისა და გერმანიის ფედერალური ფონდების მხარდაჭერით უკანასკნელ წელს ქართულიდან გადათარგმნილი 160 წიგნი გამოიცა გერმანიაში! გავბედავ და ახლა სამ წიგნს ავირჩევ რომ მოკლედ მოგიყვეთ მათზე. ყველაზე ლამაზი გამოცემა, უდაოდ, “ვეფხისტყაოსანია”, მე-12 საუკუნის შოთა რუსთაველის ცნობილი ეპოსიგერმანული თარგმანი პროზაულია, მაგრამ იკითხება ინტერესით და ჟღერს გასაოცრად თანამედროვედ, რაღაცნაირად “ბეჭდების მბრძანებლების” ქართული მასალასავით არის” – წერს სტატიის ავტორი და შემდეგ ორ თანამედროვე ავტორს აღნიშნავს. მათ შორის, გელა ჩქვანავას “დაუმთავრებელ ამბავს”, რომელიც აფხაზეთის თემაზეა და ნანა ექვთიმიშვილის “მსხლების მინდორს”.

banner
წინა სტატიაშირუსეთი, შესაძლებელია, ევროპის საბჭოდან გავიდეს
შემდეგი სტატია“განსაკუთრებით საშიშია” – ფლორიდას ქარიშხალი “მაიკლი” უახლოვდება