“რუსეთი შეიჭრა საქართველოსა და უკრაინაში, მიიერთა ყირიმი და არა ერთხელ დაემუქრა ჩვენს ნატო-ელ მოკავშირეებს”

პატრიარქმა ფილარეტმა სენატორ ჯონ მაკკეინს წმინდა ვლადიმირის პირველი ხარისხის ორდენი გადასცაამერიკის შეერთებული შტატების სენატის შეიარაღებული ძალების კომიტეტის თავმჯდომარის ჯონ მაკკეინის განცხადებით, რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინს ამერიკასთან უსაფრთხოების სფეროში პარტნიორობის სურვილი არ აქვს.

“რუსეთი შეიჭრა საქართველოსა და უკრაინაში, მიიერთა ყირიმი და არა ერთხელ დაემუქრა ჩვენს ნატო-ელ მოკავშირეებს. ცივი ომის დამთავრების შემდეგ, ევროპაში ამერიკის პოლიტიკა და სტრატეგია იმართებოდა იმ იდეით, რომ რუსეთი იყო ან უკიდურეს შემთხვევაში შესაძლოა, ყოფილიყო უსაფრთხოების სფეროში საიმედო პარტნიორი. ჩვენი ბოლო სამი პრეზიდენტი რუსეთთან პარტნიორობას ამ პირობებით ცდილობდა, თუმცა ყოველ ჯერზე დიდი იმედები იმედგაცრუებით მთავრდებოდა“, – განაცხადა ჯონ მაკკეინმა აშშ-ის სენატის შეიარაღებული ძალების კომიტეტში, სადაც მომხსენებლების რანგში მიწვეული იყვნენ ნატო-ს გენერალური მდივნის ყოფილი მოადგილე ალექსანდრე ვერშბოუ და ევროპაში ალიანსის ძალების ყოფილი სარდალი გენერალი ფილიპ ბრიდლავი.

banner
წინა სტატიაშიკიევში საქართველოს მოქალაქესგან იარაღის არსენალი ამოიღეს
შემდეგი სტატიაბესელიამ აბაშიშვილს ,,ბეცი, უვიცი და თავხედი“ უწოდა (ვიდეო)