კიევში საქართველოს მოქალაქესგან იარაღის არსენალი ამოიღეს

უკრაინული მედია, პროკურატურის პრესსამსახურზე დაყრდნობით, ავრცელებს ინფორმაციას, რომ სამართალდამცავმა ორგანოებმა კიევთან ახლოს საქართველოს მოქალაქე დააკავეს, რომელსაც იარაღის არსენალი აღმოაჩნდა.
წინასწარი გამოძიებით, სამართალდამცველებმა დაადგინეს, რომ სოფელ ბელგოროდკაში მცხოვრები ქართველი სახლში დიდი ოდენობით იარაღსა და ასაფეთქებელ ნივთიერებებს ინახავდა.
ჩხრეკისას ამოღებულ იქნა ნაღმები, რევოლვერები, ფეთქებადსაშიში ნივთიერებები და სხვა. ყველა ნივთი ექსპერტიზაზეა გაგზავნილი. საქართველოს მოქალაქის წინააღმდეგ კი სისხლის სამართლის საქმეა აღძრული.

 

წყარო: 

banner
წინა სტატიაში„ალ-ქაიდას“ ტერორისტები სამგზავრო თვითმფრინავების აფეთქების ახალ მეთოდებზე მუშაობენ
შემდეგი სტატია“რუსეთი შეიჭრა საქართველოსა და უკრაინაში, მიიერთა ყირიმი და არა ერთხელ დაემუქრა ჩვენს ნატო-ელ მოკავშირეებს”