რუსეთი საპასუხო ზომებით ემუქრება ქვეყნებს, რომლებიც აშშ-ს რაკეტებს განათავსებენ

თუკი აშშ მოკლე და საშუალო მანძილის რაკეტების ლიკვიდაციის შესახებ ხელშეკრულებას დატოვებს, რუსეთის საპასუხო მიზანი იქნება ქვეყნები, რომლებიც ამერიკულ რაკეტებს განათავსებენ საკუთარ ტერიტორიებზე – ამის შესახებ რუსეთის შეიარაღებული ძალების გენშტაბის ხელმძღვანელმა ვალერი გერასიმოვმა განაცხადა. რუსეთის პრეზიდენტმა განაცხადა, რომ თუკი აშშ-ს ექნება მსგავსი რაკეტები, “მაშინ, ჩვენს გავაკეთებთ მას”.

რუსეთის გენშტაბის ხელმძღვანელის განცხადება მას შემდეგ გაჟღერდა, რაც წინა დღეს ნატომ მოსკოვს მოკლე და საშუალო მანძილის რაკეტების ლიკვიდაციის შესახებ ხელშეკრულების დარღვევაში დასდო ბრალი, აშშ-ს სახელმწიფო მდივანმა კი განაცხადა, რომ ვაშინგტონი 60 დღის შემდეგ გავა შეთანხმებიდან იმ შემთხვევაში, თუკი მოსკოვი ხელშეკრულების შესრულებას არ შეუდგება – წერს “ბიბისი”.

მანამდე გავრცელდა ინფორმაცია , რომ რუსეთი “შეიარაღებული მარათონის პირობებში სამხედრო შესაძლებლობების გასაზრდელად ” ზომებს მიიღებს –ამის შესახებ რუსეთის თავდაცვის მინისტრმა სერგეი შოიგუმ სამშაბათს განაცხადა.

შოიგუს თქმით, ეს დაკავშირებულია აშშ-ს გეგმასთან, რომელიც მოკლე და საშუალო სიშორის რაკეტების აკრძალვის ხელშეკრულებიდან გასვლას ეხება. ახალი სახელმწიფო შეიარაღების პროგრამა რუსეთის ბიუჯეტს 2027 წლამდე 22 ტრილიონი რუბლი დაუჯდება.

2019 წელს ეროვნული თავდაცვის, უსაფრთხოებისა და სამართალდამცველების საქმიანობის ხარჯები ფედერალური ბიუჯეტის 30%-ს, ანუ 2 ,382 ტრილიონ რუბლს შეადგენს, ოდნავ გაზრდილი ბიუჯეტი იქნება 2020 (2, 456 ტრილიონი), 2021 წელს (2, 523 ტრილიონი რუბლი). 2019 წელს რუსეთის თავდაცვის ხარჯები 7-ჯერ მეტია, ვიდრე საპენსიო ფონდის მხარდაჭერა.

banner
წინა სტატიაშისლოვაკეთმა ჯაშუშობაში ეჭვმიტანილი რუსი დიპლომატი გააძევა
შემდეგი სტატიაგერმანიაში იტალიური მაფიის საქმეზე 14 პირი დააკავეს