გერმანიაში იტალიური მაფიის საქმეზე 14 პირი დააკავეს

საფრანგეთის, ბელგიისა და ესპანეთის პოლიციამ 5 დეკემბერს ნარკოვაჭრობასა და თაღლითობის საქმეებთან დაკავშირებით მასშტაბური სპეცოპერაცია ჩაატარა.
გერმანიაში ჩხრეკა 65 ობიექტზე ჩატარდა, მათ შორის, ბერლინში, ბავარიისა და ჩრდილოეთ რეინ-ვესტფალის მიწებზე. სპეცოპერაცია ჩატარდა, ასევე, კუნძულ მაიორკასა და ბელგიის ქალაქ ვერვიეში.
გერმანიაში 14 პირი დააკავეს, მათ შორის ექვსი იტალიის, ბელგიისა და ნიდერლანდების მიერ გაცემული დაკავების ორდერების საფუძველზე -ამის შესახებ გერმანიის კრიმინალური პოლიციის მიერ გავრცელებულ განცხადებაშია ნათქვამი

კიოლნის პროკურატურის თქმით, ყადაღა დაედო რამდენიმე მილიონი ევროს ღირებულების ქონებას. სულ, გერმანიაში აღნიშნულ საქმეში 47 ეჭვმიტანილს ედება ბრალი.

banner
წინა სტატიაშირუსეთი საპასუხო ზომებით ემუქრება ქვეყნებს, რომლებიც აშშ-ს რაკეტებს განათავსებენ
შემდეგი სტატიაადიგენში ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად ფეხით მოსიარულე დაიღუპა