სლოვაკეთმა ჯაშუშობაში ეჭვმიტანილი რუსი დიპლომატი გააძევა

სლოვაკეთმა რუსი დიპლომატი გააძევა, რომელსაც ბრალი ჯაშუშობაში ედება.
მოსკოვმა პირობა დადო, რომ “ურთიერთპასუხის პრინციპით” მომხდარს რეაქციის გარეშე არ დატოვებს.
სლოვაკეთის პრემიერ-მინისტრმა პეტერ პელეგრინმა განაცხადა, რომ 22 ნოემბერს რუს დიპლომატს ქვეყნის ტერიტორიის დატოვების შესახებ განუცხადეს. მან სლოვაკეთი 48 საათში დატოვა -ამის შესახებ ბრატისლავას გაზეთი Pravda წერს.

პრემიერის თქმით, რუსეთის საელჩოს სამხედრო ატაშე პერსონა ნონ-გრატად გამოცხადდა, რადგანაც “სადაზვერვო აქტიურობებს იჩენდა სლოვაკეთის რესპუბლიკისა და ნატოს ურთიერთკავშირზე”-წერს “ბიბისი”

banner
წინა სტატიაშიქალმა მკვდარი დონორიდან გადანერგილი საშვილოსნოთი ჯანმრთელი ბავშვი დაბადა
შემდეგი სტატიარუსეთი საპასუხო ზომებით ემუქრება ქვეყნებს, რომლებიც აშშ-ს რაკეტებს განათავსებენ