რუსეთი მსოფლიოს კვლავ ბირთვული კატასტროფის საფრთხის წინაშე აყენებს – ენერგოატომი

– უკრაინის სახელმწიფო ატომური ენერგომწარმოებელი კომპანიის, Energoatom-ის ცნობით რუსულმა რაკეტებმა ზაპოროჟიეს ატომურ ელექტროსადგურს საჰაერო თავდასხმის დროს დაბალ სიმაღლეზე გადაუფრინეს.

“რაკეტები, რომლებიც დაბალ სიმაღლეზე, პირდაპირ ზაპოროჟიეს ატომური ელექტროსადგურის თავზე დაფრინავდნენ, სადაც 7 ბირთვული ობიექტი დიდი რაოდენობით ბირთვული მასალითაა განთავსებული, უზარმაზარ რისკს წარმოადგენს. ერთი მათგანის აფეთქებაც კი, მსოფლიო კატასტროფას გამოიწვევს”. – თქვა Energoatom-ის ხელმძღვანელის მოვალეობის შემსრულებელმა, პეტრო კოტინმა.

ადგილობრივი სამხარეო ადმინისტრაციის ცნობით, ორი რაკეტა ქალაქ ზაპოროჟიეში კომერციულ შენობას მოხვდა, რის შედეგადაც ერთი ადამიანი დაიღუპა, ერთი კი დაშავდა, ხოლო მესამე რუსული რაკეთა ჰაერში აფეთქდა. BBC ამ ინფორმაციას არ ადასტურებს.

ზაპოროჟიეში, რომელიც უკრაინის მთავარ ინდუსტრიულ ცენტრს წარმოადგენს, მარიუპოლიდან გამოქცეული მშვიდობიანი მოქალაქეები აფარებენ თავს.

“ჩერნობილის ტრაგედიიდან 36 წლის შემდეგ, რუსეთი მსოფლიოს კვლავ ბირთვული კატასტროფის საფრთხის წინაშე აყენებს”. – ნათქვამია Energoatom-ის განცხადებაში.

banner
წინა სტატიაშირუსმა სამხედროებმა ოდესის რეგიონზე სარაკეტო თავდასხმა განახორციელეს, დაზიანდა ხიდი დნესტრის შესართავზე
შემდეგი სტატიაცხენიდან გადმოვარდა და ხერხემალი დაიზიანა – პუტინის ყოფილმა მეგობარმა მის ჯანმრთელობაზე ისაუბრა