რუსეთი ბელარუსთან კოსმოსური კავშირების გაღრმავებასა და მთვარეზე ზონდის გაშვებას გეგმავს

რუსეთი წლის ბოლოს მთვარეზე ზონდის გაშვებასა და ბელარუსთან კოსმოსური ინფრასტრუქტურისა და ტექნოლოგიის სფეროში კავშირების გაღრმავებას გეგმავს, – ამის შესახებ რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა განაცხადა.
ვოსტოჩნის კოსმოდრომზე ბელარუსის ლიდერთან ალექსანდრე ლუკაშენკოსთან შეხვედრაზე პუტინმა გაიხსენა საბჭოთა წარმატებები კოსმოსში და აღნიშნა, რომ რუსეთის მიმართ დაწესებული სანქციები მის პროგრესს ვერ შეაჩერებს.

მისივე თქმით, რუსეთი ახალი თაობის სატრანსპორტო კოსმოსურ ხომალდს შექმნის, წლის ბოლოს კი მთვარეზე ზონდს გაუშვებს, რომლის სახელწოდებაც Luna-25 იქნება.

გარდა ამისა, რუსეთი ბელარუსთან ერთად იმუშავებს ინფრასტრუქტურაზე, რომლებიც ქვეყნებს კოსმოსზე დამოუკიდებლად წვდომის საშუალებას მისცემს.

banner
წინა სტატიაშიფრიდონ ინჯია: ევროკავშირში გაწევრიანება საქართველოს მომავლისთვის უმნიშვნელოვანესია
შემდეგი სტატიათუ ქიმიური იარაღის გამოყენება დადასტურდა, პუტინი პასუხისგებაში მიეცემა – ლიზ ტრასი