ფრიდონ ინჯია: ევროკავშირში გაწევრიანება საქართველოს მომავლისთვის უმნიშვნელოვანესია

„საქართვლოსთვის მნიშვნელოვანი მოვლენა მოხდა, მივიღეთ კითხვარი ევროკავშირიდან, რომელიც მოგვცემს საშუალებას, გავხდეთ კანდიდატი ქვეყანა. კარგია, რომ ამ საქმეს სათავეში პრემიერ მინისტრი ჩაუდგება. ევროკავშირში გაწევრიანება, უმნიშვნელოვანესია, საქართველოს მომავლისთვის და რეგიონში მისი კუთვნილი ადგილის დასაკავებლად. უნიკალური შემთხვევა მოგვეცა და პროცესების დასაჩქარებლად ვისაც რა შეუძლია, ყველამ მონაწილეობა უნდა მიიღოს“, – განაცხადა ფრიდონ ინჯიამ.

მან ოპოზიციის ზოგიერთ წარმომადგენელს მიმართა და ქვეყნის აღმშენებლობის პროცესში ჩართვისკენ მოუწოდა. „მინდა მივმართო ოპოზიციის ზოგიერთ წარმომადგენელს. მათ შორის ბევრია განათლებული, პასუხისმგებლიანი ადამიანი. იმედი მაქვს ისინი მალე განთავისუფლდებიან და შეუერთდებიან იმ ხალხს, რომელთაც მართლაც უნდათ ევროკავშირში გაწევრიანება“, – აღნიშნა ფრიდონ ინჯიამ.

banner
წინა სტატიაშიბელორუსიიდან შემოჭრის საფრთხე უფრო მაღალია, ვიდრე დნესტრისპირეთიდან – სახელმწიფო საზღვრის დაცვის სამსახური
შემდეგი სტატიარუსეთი ბელარუსთან კოსმოსური კავშირების გაღრმავებასა და მთვარეზე ზონდის გაშვებას გეგმავს