თუ ქიმიური იარაღის გამოყენება დადასტურდა, პუტინი პასუხისგებაში მიეცემა – ლიზ ტრასი

„თუ მარიუპოლში ქიმიური იარაღის გამოყენება დადასტურდება, პუტინი და მისი რეჟიმი პასუხისგებაში მიეცემა“, – ამის შესახებ დიდი ბრიტანეთის საგარეო საქმეთა მინისტრი ლიზ ტრასი „ტვიტერზე“ წერს.
„ვრცელდება ინფორმაცია იმის შესახებ, რომ რუსულმა ძალებმა, მარიუპოლის მოსახლეობაზე თავდასხმისას, შესაძლოა, გამოიყენეს ქიმიური იარაღი. ჩვენ სასწრაფოდ ვმუშაობთ პარტნიორებთან დეტალების გადასამოწმებლად. ასეთი იარაღის ნებისმიერი გამოყენება იქნება ამ კონფლიქტის სასტიკი ესკალაცია და ჩვენ პუტინს და მის რეჟიმს პასუხისგებაში მივცემთ“ – წერს ლიზ ტრასი.

banner
წინა სტატიაშირუსეთი ბელარუსთან კოსმოსური კავშირების გაღრმავებასა და მთვარეზე ზონდის გაშვებას გეგმავს
შემდეგი სტატიაპოლიციამ თბილისში მომხდარი მკვლელობის და მკვლელობის მცდელობის ფაქტი გახსნა – დაკავებულია 2 პირი