რუსეთი აშშ-სთან სტრატეგიული სტაბილურობის დიალოგს წყვეტს – რუსული მედია

რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს ბირთვული იარაღის გაუვრცელებლობის ხელმძღვანელმა, ვლადიმირ ერმაკოვმა თქვა, რომ მოსკოვსა და ვაშინგტონს შორის სტრატეგიული სტაბილურობასთან დაკავშირებული დიალოგი დროებით შეჩერებულია. ინფორმაციას ამასთან დაკავშირებით რუსული მედია ავრცელებს.

ვლადიმირ ერმაკოვის თქმით, დიალოგი შესაძლოა განახლდეს მას შემდეგ, რაც რუსეთი უკრაინაში “სპეციალურ სამხედრო ოპერაციას” დაასრულებს.

ერმაკოვმა თქვა, რომ მოსკოვის აზრით, აშშ-ს ევროპასა და აზია-წყნარი ოკეანის რეგიონში საშუალო და მოკლე რადიუსის რაკეტების განლაგების გეგმის დასრულება სურს, თუმცა რუსმა მაღალჩინოსანმა ამასთან დაკავშირებული მტკიცებულებების წარმოჩენისგან თავი შეიკავა.

“ამ რეგინებში მსგავსი იარაღის გაჩენა კიდევ უფრო გაართულებს სიტუაციას და გააძლიერებს შეიარაღების რბოლას”. – აღნიშნა ერმაკოვმა.

banner
წინა სტატიაში2008 წლის ომის შემდეგ, რუსეთის გავლენა საქართველოში ყველა დონეზე იგრძნობა. კრემლი აქტიურად ადევნებს თვალს საქართველოს – ფრანგული გამოცემის რეპორტაჟი წულუკიანის ცენზურაზე
შემდეგი სტატიაკიევის ოლქში ნაწამები და მოკლული ადამიანების სამარხი აღმოაჩინეს