რუსეთ-ბელორუსის მოლაპარაკებების პირველი შედეგები გამოქვეყნდა

რუსეთი და ბელორუსი სადავო საკითხების გადასაწყვეტად და წინადადებების მოსამზადებლად სამუშაო ჯგუფს შემქნიან – რუსეთის ფინანსთა მინისტრმა ანტონ სილუანოვმა განაცხადა. ჯგუფში ორივე ქვეყნის წარმომადგენლები იქნებიან ჩართული. 2020 წლისთვის კი მოსკოვი და მინსკი გაზის ფასზე უნდა შეთანხმდნენ.
სამშაბათს, 25 დეკემბერს გამართული შეხვედრა, რომელსაც რუსეთისა და ბელორუსის პრეზიდენტების გარდა ორივე ქვეყნის მთავრობის წევრები ესწრებოდნენ, ოთხი საათი გაგრძელდა.
შეხვედრის დაწყებამდე ბელორუსის პრეზიდენტმა ალექსანდრე ლუკაშენკომ განაცხადა, რომ მისი ინფორმაციით, რუსეთში “ახალი ხალხი” ბელორუსს მეგობრულ სახელმწიფოდ არ აღიქვამს. თავის მხრივ, ანტონ სილუანოვმა თქვა, რომ მინსკმა მოსკოვის ნდობა დაკარგა და მომავალში არ აპირებს თავის მეზობელს უანგაროდ დაეხმაროს.

banner
წინა სტატიაშიტრიპოლიში თვითმკვლელმა ლიეტუას საელჩოსთან თავი აიფეთქეს
შემდეგი სტატიამიხეილ სააკაშვილი ემიგრანტებს მიმართავს – დიდი ტალღა უნდა ავიზვირთოთ, ამ ტალღებმა გაზაფხულამდე უნდა მიაღწიონ საქართველომდე, თქვენთან ერთად წამოვალ, არ მეშინია