ტრიპოლიში თვითმკვლელმა ლიეტუას საელჩოსთან თავი აიფეთქეს

ლიბიის დედაქალაქ ტრიპოლიში ლიეტუას საელჩოზე განხორციელებული ტერაქტის შედეგად სამი ადამიანი დაიღუპა და მინიმუმ 21 დაშავდა – სამშაბათს, 25 დეკემბერს ქვეყნის ჯანდაცვის სამინისტრომ გაავრცელა. ამავე დროს, შსს 18 დაშავებულზე ავრცელებს ინფორმაციას. როგორც ლიეტუას დიპლომატიურ უწყებაში ავრცელებენ, ცეცხლი “ტერორისტულმა ელემენტებმა” გახსნეს, შემდეგ კი ერთმა თავდამსხმელმა თავი აიფეთქა. ადგილობრივი საინფორმაციო სააგენტოს მიერ გავრცელებული ინფორმაციით, შაჰიდის ქამარი ორ ბოევიკს ეკეთა. საპასუხო ცეცხლის შედეგად მოკლულია ერთი ბოევიკი.

თავდასხმის დროს საელჩოს შენობის მეორე სართულზე ხანძარი გაჩნდა. ადგილზე ოპერატიულად გამოცხადდნენ სამაშველო და სასწრაფო სამედიცინო დახმარების ბრიგადები.

ლიბიაში7 წელია გრძელდება სამოქალაქო ომი. ის დიქტატორ მუამარ კადაფის ჩამოგდების შემდეგ დაიწყო, რომელიც ქვეყანას 40 წელზე მეტი მართავდა.

banner
წინა სტატიაშიდემოკრატები ტრამპს ქვეყანაში ქაოსის შექმნაში ადანაშაულებენ
შემდეგი სტატიარუსეთ-ბელორუსის მოლაპარაკებების პირველი შედეგები გამოქვეყნდა