რუსებმა სარაკეტო იერიში მიიტანეს ოდესის ოლქზე, კუნძულ ზმეინზე – უკრაინა

უკრაინის ცნობით, 7 ივლისის გამთენიისას რუსეთმა სარაკეტო თავდასხმები განახორციელა ოდესის რეგიონსა და ზმეინის კუნძულზე. ინფორმაცია ოდესის სამხედრო ადმინისტრაციის პრესმდივანმა, სერგეი ბრაჩუკმა გაავრცელა.

ბრაჩუკის განცხადებით, ორი რაკეტა მოხვდა ოდესის ერთ-ერთ რაიონში ორ სასოფლო-სამეურნეო საწყობს და 35 ტონა მარცვლეული განადგურდა.

წინასწარი მონაცემებით, მსხვერპლი არ არის.

მისივე განცხადებით, ორი რაკეტა ისროლეს კუნძულ ზმეინზე, საგრძნობლად დაზიანდა ნავმისადგომი.

banner
წინა სტატიაშირუსმა ოკუპანტებმა დაახლოებით 36 650 ჯარისკაცი დაკარგეს – უკრაინის გენშტაბი
შემდეგი სტატიაბათუმში პლასტმასის საწარმოში ხანძარია