საზოგადოება ბათუმში პლასტმასის საწარმოში ხანძარია ავტ: region - 10:51 - 7 ივლისი 2022 ბათუმის სამრეწველო ზონაში ხანძარია. “ბათუმელების” ინფორმაციით, ცეცხლი პლასტმასის ნარჩენებს გაუჩნდა პლასტმასის ერთ-ერთ საწარმოში და ის სხვა შენობებსაც გადაედო. ადგილზე მეხანძრე-მაშველები მუშაობენ. ამ დროისთვის დამატებითი დეტალები უცნობია.