რუსები ოკუპირებულ ტერიტორიებზე სამედიცინო ინფრასტრუქტურას ანადგურებენ – უკრაინის დაზვერვა

რუსი დამპყრობლები უკრაინის დროებით ოკუპირებულ ტერიტორიებზე სამედიცინო ინფრასტრუქტურას ანადგურებენ, – ამის შესახებ უკრაინის თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველო იუწყება.
დაზვერვის მონაცემებით, ადამიანები, რომლებიც ოკუპირებულ ტერიტორიებზე რჩებიან, პრაქტიკულად მოწყვეტილი არიან სამედიცინო მომსახურებაზე. კერძოდ, იკეტება დაწესებულებები, არის ექიმების დეფიციტი, აკრძალულია მედიკამენტების მიწოდება უკრაინის მიერ კონტროლირებადი ტერიტორიებიდან.

„ხარკოვის ოლქში, ვოვჩანსკში, ტუბერკულოზის საწინააღმდეგო რეგიონალურ დისპანსერში, ტუბერკულოზის ღია ფორმის მქონე პაციენტებს უარი ეთქვათ დახმარებაზე და ისინი ქუჩაში გააძევეს.

ინფექციური დაავადებების სამკურნალო ოთახებს დაჭრილი რუსი სამხედროები ავსებენ. სამედიცინო პერსონალი იძულებულია, დამპყრობლების სასარგებლოდ იმუშაოს.

ზაპოროჟიეს ოლქში, პოლოგის ცენტრალური რაიონული საავადმყოფოს შენობაში საბრძოლო მასალის საცავია მოწყობილი. თანამშრომლებს ეკრძალებათ ადგილობრივი მოსახლეობისთვის სამედიცინო მომსახურების გაწევა.

ოლეშკოვის ჰოსპიტალი და პრისტანის საქალაქო ჰოსპიტალი იძულებულნი არიან ემსახურონ რუსეთის შეიარაღებული ძალების საჭიროებებს. სამედიცინო პერსონალს ეკრძალება საცხოვრებელი ადგილის შეცვლა უკრაინის მიერ კონტროლირებად ტერიტორიაზე ევაკუაციის გზით“, – აღნიშნულია განცხადებაში.

banner
წინა სტატიაშიუკრაინული მხრიდან მეორედ, იგივე სტილში კეთდება ბრალდება, რომლის დამასაბუთებელი არგუმენტი არ აქვთ, ეს ნიშნავს, რომ კიდევ ერთხელ შეიძლება, უხერხულ მდგომარეობაში აღმოჩნდნენ – სარჯველაძე
შემდეგი სტატიასააქციო საზოგადოება „სფერო ინვესტი“ ეროვნული ბანკისგან ყალბი, გადაუმოწმებელი და საზოგადოების მიზანმიმართულად შეცდომაში შემყვანი ინფორმაციის შეცვლას მოითხოვს