სააქციო საზოგადოება „სფერო ინვესტი“ ეროვნული ბანკისგან ყალბი, გადაუმოწმებელი და საზოგადოების მიზანმიმართულად შეცდომაში შემყვანი ინფორმაციის შეცვლას მოითხოვს

სააქციო საზოგადოება „სფერო ინვესტი“ ეროვნული ბანკისგან ყალბი, გადაუმოწმებელი და საზოგადოების მიზანმიმართულად შეცდომაში შემყვანი ინფორმაციის შეცვლას მოითხოვს.

29 აპრილს ეროვნულმა ბანკმა გაავრცელა ბუნდოვანი განცხადება, შესაძლო კანონდარღვევის შესახებ და აღნიშნა, რომ „სფერო ინვესტი“ არ წარმოადგენს ლიცენზირებულ კომერციულ ბანკს. აღნიშნული განცხადება არ აძლევს მომხმარებელს ცხადი დასკვნების გაკეთების შესაძლებლობას.
სებ- ის მიერ გავრცელებული ინფორმაცია მიზნად ისახავს კომპანიის რეპუტაციის დაზიანებას, რაც კერძო ბანკების წისქვილზე ასხამს წყალს.

ჩვენ განვმარტავთ, რომ „სფერო ინვესტის“ საქმიანობა არ ექცევა ეროვნული ბანკის რეგულაციების ქვეშ, რადგან იგი არ არის სესხის გამცემი ორგანიზაცია, შესაბამისად სააქციო საზოგადოებას არ დაურღვევია არც კანონი და არც არსებული რეგულაციები. მეტიც, სწორედ ის მოცემულობა, რომ „სფერო ინვესტი“ არ ექვემდებარება ეროვნული ბანკის რეგულაციებს გვაძლევს შესაძლებლობას ანაბარზე უფრო მაღალი სარგებელი გავცეთ, ვიდრე რეგულირებას დაქვემდებარებული კომერციული ბანკები გასცემენ.

სააქციო საზოგადოების საქმიანობა გამჭვირვალეა, თანხები კი იხარჯება მიზანმიმართულად მომგებიან ბიზნესებში, რაც თავის მხრივ გვაძლევს შესაძლებლობას ანაბარზე გავცეთ კომერციულ ბანკებზე მაღალი სარგებელი. სააქციო საზოგადოება იმედს იტოვებს, რომ ეროვნული ბანკი შეცვლის საკუთარ განცხადებას ან მიზანმიმართულად იმიჯის დაზიანებისთვის ვიდავებთ სასამართლოში.

banner
წინა სტატიაშირუსები ოკუპირებულ ტერიტორიებზე სამედიცინო ინფრასტრუქტურას ანადგურებენ – უკრაინის დაზვერვა
შემდეგი სტატიაერდოღანი – ჩვენი სურვილია, უკრაინისა და რუსეთის ლიდერები შევკრიბოთ სტამბოლში ან ანკარაში, უკრაინის აღმოსავლეთთან დაკავშირებით გადასადგმელი ნაბიჯების გადაწყვეტის ადგილი თურქეთი იქნება