“რუსები ჩემს შვილიშვილს გატაცებით დაემუქრნენ”

ხურვალეთში, ოკუპირებულ ტერიტორიაზე მცხოვრები ვალია ვანიშვილი ამბობს, რომ მის არასრულწლოვან შვილიშვილს ოკუპანტები გატაცებით დაემუქრნენ. ვანიშვილის თქმით, შემთხვევა რამდენიმე დღის წინ მოხდა და ფაქტს თავადაც შეესწრო.

“ჩემი შვილიშვილი იყო ჩემთან მოსული და რუსებიც გამოჩნდნენ, მოვიდნენ, ბავშვს უთხრეს რომ თუ აქ კიდე დაგინახავთ, დაგიჭერთ და ცხინვალში წაგიყვანთო. მე ვუთხარი, ჯოხს გადაგარტყამ, თავი დაგვანებეთ-მეთქი. მავთულხლართებიც აამაღლეს, ქართველებმა საჭმელები რომ არ მომაწოდონ. მე არ ვაპირებ ამ სახლიდან წასვლას, დათას პირობა მივეცი რომ სიცოცხლის ბოლომდე აქ ვიცხოვრებ”, -ამბობს ვანიშვილი.

banner
წინა სტატიაშიჯაღმაიძე სუს-ის ფაილებზე: ცუდია თუ სიმართლეა უკანონო მოსმენების შესახებ გავრცელებული ინფორმაცია
შემდეგი სტატია“მალე იქნება დასკვნა, დავწევთ თუ არა „ფაიზერით“ ვაქცინაციისთვის ასაკს 12 წლამდე”