“მალე იქნება დასკვნა, დავწევთ თუ არა „ფაიზერით“ ვაქცინაციისთვის ასაკს 12 წლამდე”

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელი ამირან გამყრელიძე აცხადებს, რომ იმუნიზაციის სამეცნიერო ჯგუფი მსჯელობს „ფაიზერით“ ვაქცინაციის 12 წლამდე ასაკის დაწევაზე.

„მიმდინარეობს მუშაობა „ფაიზერით“ ვაქცინაციის ასაკის დაწევაზე. „ფაიზერი“ ყველაზე დიდად ადმინისტრირებადი ვაქცინაა ქვეყანაში. 750 ათასამდე დოზა უკვე გამოყენებულია. ამდენივე კიდევ გვაქვს და ვმუშაობთ „ფაიზერის“ დოზების კიდევ მოპოვებაზე. ამიტომ ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს, რომ 750 000 დოზა რაც არის, სწრაფად იქნას ათვისებული.

ასევე იმუნიზაციის სამეცნიერო ჯგუფია, რომელშიც ჩვენი ექიმები შედიან, მსჯელობს და მალე იქნება დასკვნა, დავწევთ თუ არა ასაკს 12 წლამდე.

ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციას აქვს უკვე თავისი რეკომენდაცია, რომ აიცრას არა ყველა, არამედ შერჩევითად შესაბამისი ჩვენებებით 12 წლის ზემოთ ასაკის ადამიანები. ამიტომ ჩვენ ავწონ-დავწონით, როგორ აკეთებენ ამას სხვა ქვეყნები, რა რეკომენდაციები აქვს ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციას და იმუნიზაციის საბჭო გადაწყვეტილებას შესაბამისად მიიღებს“, – განაცხადა ამირან გამყრელიძემ.

banner
წინა სტატიაში“რუსები ჩემს შვილიშვილს გატაცებით დაემუქრნენ”
შემდეგი სტატიაკობახიძე: „ნაციონალური მოძრაობა“ და მასთან დაკავშირებული ტელევიზიები მუდმივად ცდილობენ ეკლესიის დისკრეტიდაციას