რუს მინისტრს ჯერ საარსებო მინიმუმზე ცხოვრება შესთავაზეს და შემდეგ თანამდებობიდან დაითხოვეს

სარატოვის ოლქის შრომის, ჯანდაცვისა და მიგრაციის მინისტრმა თანამდებობა სკანდალით დატოვა. შემთხვევა ერთ-ერთ კრებაზე მოხდა, სადაც მან განაცხადა, რომ ოლქში დაწესებული საარსებო მინიმუმი, დაახლოებით 137 ლარი, აბსოლუტურად საკმარისია იმისთვის, რომ “მოსახლეობამ ჯანრმთელად იკვებოს”.

“მე თვითონ შეგიდგენთ მენიუს, იმ მაღაზიებიდან გამომდინარე, სადაც მე დავდივარ, ფასდაკლებებით, და თქვენ ნახავთ, რომ ცხოვრება შესაძლებელია.ეს იქნება დაბალანსებული კვება, მაგრამ დიეტური. თქვენ უფრო ახალგაზრდა, ლამაზი და მოხდენილი იქნებით” – განაცხადა ნატალია სოკოლოვამ ოლქის დეპუტატებთან შეხვედრაზე.

სოციალურ ქსელში შესაბამისი ვიდეოც გავრცელდა. სოკოლოვას მტკიცებით, “მაკარონი ყოველთვის ერთნაირი ფასი ღირს. კეფირი და ქათამი კი, რომლისგანაც ბევრნაირი კერძის დამზადება შეიძლება, იაფია” – განაცხადა მინისტრმა და დაამატა, რომ , თავად ამ საარსებო მინიმუმით არ უჭირს თავის გატანა, თუმცა, თვითონ ოცი წელია ხორცს არ ჭამს

მინისტრის სიტყვებმა ისეთი სკანდალი გამოიწვია მოსახლეობაში, რომ ის თანამდებობიდან დაითხოვეს.

დეკლარაციის თანახმად, 2017 წელს სოკოლოვას ხელფასმა თითქმის 100 ათასი ლარი შეადგინა.

banner
წინა სტატიაშიერთნაირსქესიან თაგვებს წრუწუნები გაუჩნდათ
შემდეგი სტატიასაგარეო საქმეთა მინისტრი არასამთავრობო სექტორთან ევროკავშირში ინტეგრაციის საგზაო რუკის თაობაზე შეხვედრას გამართავს