ერთნაირსქესიან თაგვებს წრუწუნები გაუჩნდათ

ორ მდედრ თაგვს, მამრის დახმარების გარეშე, წრუწუნები გაუჩნდათ – ამის შესახებ ინფორმაცია ჩინეთის მეცნიერებათა აკადემიის მეცნიერებმა გაავრცელეს.მათი ინფორმაციით, ეს გენეტიკურ ინჟინერიაში მიღწეული პროგრესით გახდა შესაძლებელი. მეცნიერების თქმით, პატარა მღრღნელები თავს კარგად გრძნობენ,თუმცა იგივე ექსპერიმენტი წარმატებული არ ყოფილა მამრ თაგვებში. ორი მამის წრუწუნები დაბადებისთანავე მოკვდნენ.

ძუძუმწოვრების გარდა, არის ცხოველების ზოგიერთი სახეობა, მათ შორის რეპტილიები, ამფიბიები და თევზები, რომელთაც შთამომავლობისთვის საპირისპირო სქესი არ სჭირდებათ, ან პარტნიორი საერთოდ არ სჭირდებათ.

“ბი ბი სის” ინფორმაციით ჩინელმა მეცნიერებმა გადაწყვიტეს დაედგინათ, რეპროდუქციის რომელი წესია დასარღვევი, რომ ერთნაირსქესიან თაგვებს შვილები ყავდეთ. მათ გამოიყენეს ტექნოლოგია, რომელსაც გენების რეატივირება ქვია. ორმა თაგვმა 29 ცოცხალი წრუწუნა დაბადა, ყველა მათგანი ნორმალური იყო, გაიზარდნენ და მათაც გააჩინეს შვილები

banner
წინა სტატიაშითურქეთის სასამართლომ ამერიკელ პასტორს შინაპატიმრობა მოუხსნა
შემდეგი სტატიარუს მინისტრს ჯერ საარსებო მინიმუმზე ცხოვრება შესთავაზეს და შემდეგ თანამდებობიდან დაითხოვეს