რუმინეთის პრეზიდენტმა პროტესტის ნიშნად უკრაინაში ვიზიტი გადადო

რუმინეთის პრეზიდენტმა კლაუს იოჰანისმა, პროტესტის ნიშნად უკრაინაში ვიზიტი და უკრაინის პრემიერთან დაგეგმილი მოლაპარაკებები გადადო.ამის შესახებ მან, ნიუ იორკში გაეროს ასამბლეაზე გამოსვლის შემდეგ განაცხადა.
გავრცელებული ინფორმაციით, რუმინეთის პრეზიდენტის პროტესტის მიზეზი, უკრაინული რადას მიერ მიღებული კანონია განათლების შესახებ, სადაც ეროვნულ უმცირესობებს საკუთარ ენაზე სწავლა ეკრძალებათ.
,,როგორც კი გავიგე ამ კანონის შესახებ, მე გადავდე ვიზიტი და სექტემბრის ბოლოს დაგეგმილი მაღალი დონის შეხვედრები უკრაინაში. პრეზიდენტის ვიზიტის გადადება ძალიან ძლიერი დიპლომატიური სიგნალია,, განაცხადა იოჰანისმა, რომელმაც ასევე აღნიშნა, რომ სამწუხარო ამბად განიხილა უკრაინის ახალი კანონი, რომელიც ეროვნულ უმცირესობებს საკუთარ ენაზე განათლების მიღებას უკრძალავს. ,,უკრაინაში ძალიან ბევრი რუმინელი ცხოვრობს,, ხაზი გაუსვა რუმინეთის პრეზიდენტმა.

banner
წინა სტატიაშიმსოფლიოს უმდიდრესი ქალბატონი გარდაიცვალა
შემდეგი სტატიამოლდოვის პარლამენტი პრორუსი პრეზიდენტის იმპიჩმენტს იწყებს