მოლდოვის პარლამენტი პრორუსი პრეზიდენტის იმპიჩმენტს იწყებს

მოლდოვის პარლამენტის წევრებმა პროევროპული ლიბერალური პარტიიდან, 21 სექტემბერსდაიწყეს ხელმოწერების შეგროვება, ქვეყნის პრეზიდენტის იგორ დოდონის გადაყენების მოთხოვნით.


მოლდოვური მედიით გავრცელებული ინფორმაციით, მოლდოველი პარლამენტარები ქვეყნის პრეზიდენტს მოლდოვის შეიარაღებული ძალების საერთაშორისო წვრთნებში მონაწილეობის აკრძალვაში და ქვეყანაში რუსეთის ინტერესების გატარებააში ადანაშაულებენ.
პრეზიდენტის იმპიჩმენტის პროცედურის დასაწყებად, 101 კაციან პარლამენტში 34 დეპუტატის ხელმოწერა სჭირდება, რაც სულ მალე მოხდება, თუმცა მიუხედავად ამისა, პარლამენტის თავმჯდომარის ანდრიან კანდუს განცხადებით, პრეზიდენტის იმპიჩმენტის განსახორციელებლად, კონსტიტუციით გათვალისწინებული რთული პროცედურების გავლა იქნება საჭირო, მათ შორის სპეციალური კომისიის შექმნა, რომელიც პრეზიდენტის დარღვევევბს შეისწავლის, დააფიქირებს და საკონსტიტუციო სასმართლოს გადასცემს განსახილველად.

banner
წინა სტატიაშირუმინეთის პრეზიდენტმა პროტესტის ნიშნად უკრაინაში ვიზიტი გადადო
შემდეგი სტატიათურქეთი, ირანი და ერაყი, ქურთისტანზე ერთობლივ განცხადებას აკეთებს