რომის პაპი ლათინ კათოლიკეთა კავკასიის სამოციქულო ადმინისტრაციის დელეგაციას შეხვდა

რომის პაპი ფრანცისკე გუშინ ლათინ კათოლიკეთა კავკასიის სამოციქულო ადმინისტრაციის დელეგაციას შეხვდა.

დელეგაციამ პაპს მადლობა გადაუხადა საქართველოში ვიზიტისათვის. რომის პაპის განცხადებით მათმა ვიზიტმა საქართველოში მოგზაურობის შესახებ მოგონებები გაახსენა.

„არასოდეს ვიფიქრებდი, რომ საქართველოში აღმოვაჩენდი იმას, რაც ვნახე: კულტურა, სულიერება, ხალხი, რომელიც ქრისტეს როგორც მხსნელს მოიხსენიებს, ვინაიდან ეს ქრისტიანული მოსახლეობაა. ჩემთვის ეს დიდი სიხარული იყო“- განაცხადა რომის პაპმა.

მისივე თქმით, მასზე დიდი შთაბეჭდილება მოახდინა პატრიარქმა “მე ის აღვიქვი როგორც ღვთის კაცი”- აღნიშნა მან.

banner
წინა სტატიაში„საქართველოს ბანკი” და „თიბისი ბანკი” მიხეილ დუნდუას ბრალდებაზე კომენტარს არ აკეთებენ
შემდეგი სტატიაფედერიკა მოგერინი: ახლაც დარწმუნებული ვარ, რომ დარჩენილია ბოლო ნაბიჯი