„საქართველოს ბანკი” და „თიბისი ბანკი” მიხეილ დუნდუას ბრალდებაზე კომენტარს არ აკეთებენ

„საქართველოს ბანკი” და „თიბისი ბანკი” 2030-ის ექსპერტ მიხეილ დუნდუას ბრალდებაზე კომენტარს არ აკეთებენ. „არა მგონია, რომ მიზანშეწონილი იყოს კერძო პირების კომენტარზე პასუხის გაცემა”- განმარტავენ „საქართველოს ბანკში”. დაახლოებით ანალოგიური პასუხი აქვთ „თიბისი ბანკშიც” .

როგორც ცნობილია, მიხეილ დუნდუამ ორი მსხვილი ბანკი ანტისახელმწიფოებრივ ქმედებებში დაადანაშაულა.

„გუშინ რაც მოხდა, ეს იყო საქართველოს საბანკო სექტორის სირცხვილი. ის, რაც გუშინ უმსხვილესმა მოთამაშეებმა გააკეთეს, ამის გამო უმკაცრესად უნდა მოეთხოვოთ მათ პასუხი. ეს იყო ანტისახელმწიფოებრივი მოქმედება და ამის გამო ისინი უნდა დაისაჯონ. ეს რაც გაკეთდა, იყო მოქმედება ხალხის წინააღმდეგ. ეს უკვე სცილდება ეროვნული ბანკის ფარგლებს, ამით სამართალდამცველები უნდა დაინტერესდნენ”, – განაცხადა მიხეილ დუნდუამ.

მისივე თქმით, ის ელოდება სახელმწიფოს რეაგირებას, თუ როგორ მოეთხოვებათ ამ საქციელის გამო პასუხი. მისი თქმით, არ არის ნორმალური, როდესაც კურსი ერთ დღეში ჯერ 2.70-ს გადასცდება, ხოლო შემდეგ 2.60-ზე ქვემოთ ჩამოდის.

 

წყარო: commersant.ge

 

banner
წინა სტატიაშიდენი შეიძლება 2 თეთრით გაძვირდეს – რას აცხადებენ “თელასში”?
შემდეგი სტატიარომის პაპი ლათინ კათოლიკეთა კავკასიის სამოციქულო ადმინისტრაციის დელეგაციას შეხვდა