რომან აბრამოვიჩს 7 მილიარდი დოლარის ღირებულების აქტივები გაუყინეს

ჯერზის კუნძულის სასამართლომ რუს ოლიგარქ რომან აბრამოვიჩს 7 მილიარდი დოლარის ღირებულების აქტივები გაუყინა.
„სამეფო სასამართლომ მიიღო გადაწყვეტილება 7 მილიარდ დოლარზე მეტი ღირებულების აქტივების გაყინვის შესახებ, რომლებიც დაკავშირებულია ბატონ აბრამოვიჩთან და მდებარეობს ჯერზიში ან ეკუთვნის კუნძულზე რეგისტრირებულ იურიდიულ პირებს“, – აღნიშნულია სასამართლოს განცხადებაში.

რომან აბრამოვიჩი იმ რამდენიმე მდიდარ რუსს შორის არის, რომლებსაც გასულ თვეში ბრიტანეთმა და ევროკავშირმა უკრაინაში რუსეთის შეჭრის გამო სანქციები დაუწესეს.

ჯერზის კუნძული წარმოადგენს ბრიტანეთის დაქვემდებარებაში მყოფ გვირგვინის მიწას, რომლის წარმომადგენელი და დამცველი დიდი ბრიტანეთის მთავრობაა.

banner
წინა სტატიაშიმარიუპოლის მახლობლად 10 000-ზე მეტი რუსი ჯარისკაცია, რომლებიც ქალაქის აღებას ცდილობენ – რეზნიკოვი
შემდეგი სტატიაირაკლი ღარიბაშვილი – ქართველებისთვის ენა ის ღირებულებაა, რომელსაც ყოველთვის უკომპრომისოდ იცავდა, რის სიმბოლოდაც იქცა 1978 წლის 14 აპრილი