მარიუპოლის მახლობლად 10 000-ზე მეტი რუსი ჯარისკაცია, რომლებიც ქალაქის აღებას ცდილობენ – რეზნიკოვი

უკრაინის თავდაცვის მინისტრი ალექსეი რეზნიკოვის განცხადებით, მარიუპოლის მახლობლად 10 000-ზე მეტი რუსი ჯარისკაცია, რომლებიც ქალაქის აღებას ცდილობენ. ამის შესახებ რეზნიკოვმა უცხოელ ჟურნალისტებს კიევის ოლქის ქალაქ გოსტომელში ვიზიტისას განუცხადა.

შეხვედრის ვიდეოს უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბი Facebook-ის გვერდზე აქვეყნებს.

მინისტრმა აღნიშნა, რომ უკრაინელი ჯარისკაცები მარიუპოლის დაცვას აგრძელებენ.

„ისინი კვლავ იბრძვიან და აკავებენ. 10 000-ზე მეტი რუსი ჯარისკაცი იმყოფება მარიუპოლთან“, – აღნიშნა რეზნიკოვმა.

მანამდე მარიუპოლის მერმა ვადიმ ბოიჩენკომ ხაზგასმით აღნიშნა, რომ მარიუპოლში ვითარება რთულია, მაგრამ ქალაქი კვლავ უკრაინელების ხელშია.

banner
წინა სტატიაშიპარლამენტმა „საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ“ ორგანულ კანონში შესატანი ცვლილება მეორე მოსმენით მიიღო
შემდეგი სტატიარომან აბრამოვიჩს 7 მილიარდი დოლარის ღირებულების აქტივები გაუყინეს