Rolling Stones-მა მიკ ჯაგერის ავადმყოფობის გამო ტურნე გადადო

ჯგუფმა Rolling Stones აშშ-სა და კანადაში დაგეგმილი ტურნე მიკ ჯაგერის ავადმყოფობის გამო გადადო – “ბიბისი” წერს. მუსიკოსების მიერ გავრცელებულ განცხადებაში ნათქვამია, რომ 75 წლის ჯაგერს ექიმებმა გამოსვლისგან თავი შეკავება ურჩიეს. მათ მუსიკოსს მკურნალობის კურსი დაუნიშნეს. ტური 20 აპრილს მაიამიში უნდა დაწყებულიყო, რომლის შემდეგადაც კონცერტები მთელს ჩრდილოეთ ამერიკასა და კანადაში გაგრძელდებოდა – სულ, 17 გამოსვლა.

“საკუთარ თავს ვერ ვიტან იმის გამო, რომ გაგაწბილეთ. საშინლად მედგაცრუებული ვარ ტურნეს გადადების გამო. ყველაფერს გავაკეთებ იმისათვის, რომ სცენაზე ძალიან მალე დავბრუნდე” – ჯაგერმა საკუთარ ფანებს ასე მიმართა “ინსტაგრამსა” და “ტვიტერში” – “ბიბისი” წერს.

banner
წინა სტატიაშილონდონში მშობლებიც საკუთარი შვილების რეპეტიტორებთან დადიან
შემდეგი სტატიაესპანეთი: ულტრამემარჯვენეების მიტინგზე პოლიციასთან შეტაკება მოხდა (ვიდეო)