ლონდონში მშობლებიც საკუთარი შვილების რეპეტიტორებთან დადიან

ლონდონელი რეპეტიტორები ამბობენ, რომ გაზრდილი ტენდენციით, მშობლები იმ საგნებში მეცადინეობენ, რაშიც საკუთარი შვილები. Evening Standard-ის მონაცემებით, მშობლები პედაგოგებს საათში 40 ფუნტს (52,5 დოლარს) უხდიან, რომ საკუთარი შვილების ამოცანებში თვითონაც გაერკვნენ. გამოკითხული 2,5 ათასი მშობლიდან მესამედმა თქვა, რომ პედაგოგთან ემზადება საკუთარი შვილის სასწავლო საგნებში. მათგან ნახევარი შეშფოთებულია იმის გამო, რომ პროგრამა არ ესმით და ამით შვილებს განვითარებაში ხელს უშლიან. ამიტომაც, დახმარების მიზნით, მათაც დაიწყეს მეცადინეობა.

პედაგოგთა სააგენტოები ამბობენ, რომ აღნიშნული ინფორმაციის გამო გაკვირვებულები არ არიან, რადგანაც, სასწავლო პროგრამები მუდმივად იცვლება – “ბიბისი” წერს.

banner
წინა სტატიაშიხმელთაშუა ზღვაში გემის გატაცება: მიგრანტ-მოზარდებს ბრალი წაუყენეს
შემდეგი სტატიაRolling Stones-მა მიკ ჯაგერის ავადმყოფობის გამო ტურნე გადადო