„როიტერი“ – ჯო ბაიდენი აცხადებს, რომ აშშ უკრაინას სარაკეტო სისტემებს არ უგზავნის

აშშ უკრაინას სარაკეტო სისტემებს არ უგზავნის, – სააგენტო „როიტერის“ ინფორმაციით, აღნიშნულის შესახებ აშშ-ის პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა დელავერიდან თეთრ სახლში დაბრუნებისას ჟურნალისტებს განუცხადა.

„ჩვენ არ ვუგზავნით უკრაინას სარაკეტო სისტემებს“, – განაცხადა ჯო ბაიდენმა.

მედია წერს, რომ უცნობია, რომელი სარაკეტო სისტემები იგულისხმა ჯო ბაიდენმა. სააგენტოს ცნობით, უკრაინის ოფიციალური პირები ზალპური ცეცხლის რეაქტიულ სისტემებს ითხოვენ, რომლის საშუალებითაც რაკეტების სროლა ასობით მილის მანძილზეა შესაძლებელი.

banner
წინა სტატიაშიხავიერ ბეტელი – როდესაც ვსაუბრობთ უკრაინის ევროპულ მომავალზე, არ უნდა დაგვავიწყდეს საქართველო და მოლდოვა
შემდეგი სტატიასომხეთის პრეზიდენტი ოფიციალური ვიზიტით საქართველოშია