ხავიერ ბეტელი – როდესაც ვსაუბრობთ უკრაინის ევროპულ მომავალზე, არ უნდა დაგვავიწყდეს საქართველო და მოლდოვა

ჩვენ არ უნდა განვაცალკევოთ უკრაინისგან საქართველო და მოლდოვა, რადგან ეს იქნება შეცდომა. როდესაც ვსაუბრობთ უკრაინის ევროპულ მომავალზე, ჩვენ არ უნდა დაგვავიწყდეს საქართველო და მოლდოვა, ამას ყოველთვის ვსაუბრობ ღია თუ დახურულ შეხვედრებზე, – ამის შესახებ ლუქსემბურგის პრემიერ-მინისტრმა, ხავიერ ბეტელმა განაცხადა.

მისი თქმით, შეცდომა იქნება ისეთი შთაბეჭდილების შექმნა, რომ საქართველო, უკრაინა და მოლდოვა ხვალ გახდებიან ევროკავშირის წევრები.

„მეორე მხრივ, ჩვენ არ უნდა დავპირდეთ უკრაინას, რომ ის ევროკავშირის წევრი გახდება ხვალ, რადგანაც ჩვენ გვაქვს კოპენჰაგენის წესები და პროცედურები, რასაც პატივი უნდა ვცეთ. მე ვნახე ემანუელ მაკრონის შეთავაზება, რომელიც ეხება სამომავლოდ უფრო მჭიდრო ურთიერთობებს. ის ცდილობს, შუალედი იპოვოს ევროკავშირის წევრობის სტატუსის მინიჭებასა და სულ არაფერს შორის. ეს შეიძლება, იყოს ერთ-ერთი ვარიანტი, მაგრამ მე მაინც ვფიქრობ, შეცდომა იქნება ისეთი შთაბეჭდილების შექმნა, რომ ეს ქვეყნები ხვალ გახდებიან ევროკავშირის წევრები. არსებობს წესები და მათ ამ წესებს უნდა გაჰყვნენ“, – განაცხადა ხავიერ ბეტელმა.

banner
წინა სტატიაშიიაირ ლაპიდი – ირაკლი ღარიბაშვილთან შეხვედრისას შევთანხმდით, რომ გავაგრძელებთ ერთობლივ მუშაობას ვაჭრობისა და ტურიზმის სექტორებში კავშირების გასაღრმავებლად
შემდეგი სტატია„როიტერი“ – ჯო ბაიდენი აცხადებს, რომ აშშ უკრაინას სარაკეტო სისტემებს არ უგზავნის