სომხეთის პრეზიდენტი ოფიციალური ვიზიტით საქართველოშია

საქართველოში სომხეთის პრეზიდენტი ოფიციალური ვიზიტით იმყოფება – ცოტა ხნის წინ დასრულდა ვაჰაგან ხაჩატურიანისა და სალომე ზურაბიშვილის პირისპირ და გაფართოებული შეხვედრა ორბელიანების სასახლეში.

“ჩვენი რეგიონი და ჩვენი ქვეყანა იმყოფებიან ახალი გამოწვევებისა და შესაძლებლობების წინაშე. უკრაინაში მიმდინარე რუსეთის აგრესია წარმოადგენს ყველასთვის ახალ გამოწვევას. ევროპის ინტეგრაციის გზაზე გამოჩენილი ახალი შესაძლებლობები დიდი შანსია ჩვენი ქვეყნისთვის და რეგიონისთვის. ვიმედოვნებთ, რომ სომხეთსა და აზერბაიჯანს შორის მოლაპარაკებები წარმატებულად გაგრძელდება”,- თქვა ზურაბიშვილმა.

ორი ქვეყნის პრეზიდენტებმა ერთობლივი ბრიფინგი გამართეს და რეგიონის წინაშე არსებულ გამოწვევებზე ისაუბრეს.

“სომხეთი დიდ მნიშვნელობას ანიჭებს მეზობელ საქართველოსთან ურთიერთობების განვითარებას. მე და ქალბატონი პრეზიდენტი შევჯერდით ტრანსპორტის, კავშირგაბმულობის, კომუნიკაციებისა და ჰუმანიტარულ საკითხებზე, როგორიცაა: სპარსეთის ყურე, შავი ზღვის საერთაშორისო სატრანსპორტო დერეფანი”,- თქვა ხაჩატურიანმა.

banner
წინა სტატიაში„როიტერი“ – ჯო ბაიდენი აცხადებს, რომ აშშ უკრაინას სარაკეტო სისტემებს არ უგზავნის
შემდეგი სტატიარეჯეფ თაიფ ერდოღანმა და ვლადიმერ პუტინმა სატელეფონო საუბრისას უკრაინისა და სირიის საკითხები განიხილეს