,, როგორ ახერხებთ, ქალბატონო ლონდა, რომ ადეიშვილთანაც წარმატებით იყოთ, მერე „ქართულ ოცნებასთანაც“ კარგად იყოთ?”

როგორ ახერხებთ, ქალბატონო ლონდა, რომ ადეიშვილთანაც წარმატებით იყოთ, მერე „ქართულ ოცნებასთანაც“ კარგად იყოთ ? – ამ შეკითხვით მიმართა დამოუკიდებელმა დეპუტატმა ლევან გოგიჩაიშვილმა ლონდა თოლორაიას, რომლის კანდიდატურაც დღეს პარლამენტის ადამიანის უფლებების დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის სხდომამ განიხილა.

გოგიჩაიშვილმა თოლორაიას სამუშაო გამოცდილების ის პერიოდი გაიხსენა, როდესაც წინა ხელისუფლების პერიოდში, ზურაბ ადეიშვილის გენერალური პროკურორობის დროს, პროკურატურაში ერთ-ერთ მნიშვნელოვან თანამდებობაზე მუშაობდა.

„ 2010 წლიდან თქვენ საქართველოს პროკურატურაში არასრუწლოვანთა მართლმსაჯულების პროცესის კოორდინატორი ხართ. 2010 წლიდან 2012 წლის 1 ოქტომბრამდე ათეული შემთხვევები შეიძლება ჩამოვთავლოთ, რომელიც არასრუწლოვნების მიმართ ხდებოდა: წამება, არაადამიანური მოპყრობა, ტერორი მათი განთავსების ადგილებში, იყო თვითმკვლელობის და გარდაცვალების ფაქტებიც. როგორ ახერხებთ, ქალბატონო ლონდა, რომ ადეიშვილთანაც წარმატებით იყოთ, მერე „ქართულ ოცნებასთანაც“ კარგად იყოთ? არაფერი არ არსებობს, რაც თქვენ გაწუხებთ ან რაც თქვენ გიქმნით იმის უხერხულობას, რომ დღეს გვესაუბრებით ადამიანის უფლებებზე და ფაქტობრივად, ნაბიჯების გადადგმა იმ უწყებაში დაიწყეთ? ყველანი ვთანხმდებით, რომ ადეიშვილის თანხმობის გარეშე, რაც უნდა ბრწყინვალე ყოფილიყავით, სხვა უნარ-ჩვევები რომ არ გქონოდათ, არავინ დაუშვებდა, რომ ასეთი მნიშვნელოვანი პროგრამის ხელმძღვანელი ყოფილიყავით. თქვენ ფიქრობთ, რომ ადამიანი, რომელიც 2010 წლიდან იყავით ადეიშვილისთვის ერთ-ერთი საყვარელი და იმედის მომცემი პროკურორი მათი რეჟიმისთვის, ასე მარტივად შეგიძლიათ გახდეთ ინსპექტორი?“ – მიმართა გოგიჩაიშვილმა თოლორაიას.

banner
წინა სტატიაშილონდა თოლორაია – “არასოდეს შემისრულებია არანაირი პოლიტიკური დაკვეთა და ერთადერთი, რითაც ვხელმძღვანელობდი, ეს იყო კეთილსინდისიერების პრინციპი და კანონმდებლობა, რომელიც იყო ჩემი სახელმძღვანელო დოკუმენტი”
შემდეგი სტატია“პირადად ჩემს საჭიროებას ვეღარ ვხედავ ამ ეტაპზე მომავალ პარლამენტში”- ქანთარია